|
2021-03-07 14:28:32, 556 ნახვა
საზოგადოება
„ათასი მშობლის მარში“- ამ სახელწოდებით ღონისძიება ხვალ, 17:00 საათზე 10 დიდ ქალაქში გაიმართება
„ათასი მშობლის მარში“- ამ სახელწოდებით ღონისძიება ხვალ 17:00 საათზე 10 დიდ ქალაქში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება 100 დღის მანძილზე გაგრძელდება და მისი მთავარი მიზანი სისტემური რეფორმა და ამ რეფორმების ფარგლებში კონკრეტული მოთხოვნები - შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი, პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს, განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა, გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა და დადგეს იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ბოლოდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. "გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო! გამო - თქვი, გამო - დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი. #მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად. 8 მარტს, 17:00 საათზე შემოგვიერთდი „1000 მშობლის მარშზე“. შეცვალეთ შექმენით გახადეთ გაზარდეთ დადგეს #მომისმინე #პროტესტის100დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა. შემოგვიერთდით!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)