12:34 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 15:44:18, 664 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - თუ პლებისციტი მიშას და ბიძინას არ მოსწონთ, ე.ი კარგი ყოფილა

„თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ე.ი კარგი ყოფილა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები ვერ შეიცვლება.

„ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები ვერ შეიცვლება ვერც ერთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ შეუძლია ჩამოყალიბდეს ცვლის თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ე.ი კარგი ყოფილა, ეს ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ. ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რაღა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებისთვის. მთავარი ჩვენთვის არის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის მექანიზმზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics