|
2021-03-05 14:18:12, 383 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური: მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა გააცნო და თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. „ჩვენთვის პრიორიტეტულია, ერთი მხრივ, ჩვენი თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტროში ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაშიც უმნიშვნელოვანესია სამინისტროს აკადემიის როლი. აკადემიის შესაძლებლობების განვითარება ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. „ ჩვენი მთავარი ამოცანაა პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, როგორც დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მომავალში კვლავ გაგრძელდება და გაძლიერდება, როგორც საპოლიციო, ასევე, საზოგადოებისათვის სერვისების მიწოდების მიმართულებების განვითარება“ ,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ანგარიშის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა. „მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიციელები ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას და 24 საათის განმავლობაში იქნებიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების გვერდით “, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)