|
2021-03-05 13:30:00, 510 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ 2020 წელს ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის 16 პირი დააკავა, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, "მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე -ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო. „ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას. „ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებელი ნარკოლაბორატორია“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)