2021-03-04 20:59:33, 562 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია - მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს
„მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრინციპული საკითხების დათმობას არ აპირებენ.
„არაფერს დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება.
დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის.
მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს“, – წერს ელენე ხოშტარია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,