14:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 16:44:21, 543 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციაზეა დამოკიდებული - ვერ ყალიბდებიან, რა არის მათი მოთხოვნა

„მოლაპარაკების პროცესი პირველი წუთიდანვე დამოკიდებულია ოპოზიციაზე, რადგან ვერ ყალიბდებიან რა არის მათი მოთხოვნა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც ის ამბობს, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს, რა უნდათ და რას მოითხოვენ.

„მოლაპარაკების პროცესი პირველი წუთიდანვე დამოკიდებულია ოპოზიციაზე იმიტომ, რომ ვფიქრობ, თვითონაც ვერ ყალიბდებიან ბოლობოლო რა არის მათი მოთხოვნა. ჩვენ კარგად გვახსოვს როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გათქვა მათი საიდუმლო, რომ მათ არ უნდოდათ მოლაპარაკებებზე საუბარი. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე. მათთვის მოლაპარაკებები იყო საბაბი, თუმცა მათი ყველა მოთხოვნა რომ შესრულებულიყო, მაინც არ აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას. დღესაც კი, მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი დრო გავიდა  ამ პერიოდიდან, ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან. გამოვა ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის არის მისაღები, გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ამას ვინც ამბობს, ის არის მოღალატე და ეს არის ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული საკითხი. ჩამოყალიბდნენ, რა არის ის, რასაც ითხოვენ რა უნდათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics