02:42 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 22:45:02, 1218 ნახვა

კომენტარი
ლიეტუვის პრეზიდენტი - პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, იძულებული ვარ განვაცხადო, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში

„ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, იძულებული ვარ განვაცხადო, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში”, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუა, სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, მზად არის ნებისმიერ დროს საქართველოს დაეხმაროს ამ ვითარების გადალახვაში.

„თქვენ იცით, რომ ნებისმიერ შუამავლობას უნდა მოჰქონდეს სარგებელი და არა ზიანი.

ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში.

ჩვენ რა თქმა უნდა, ვმუშაობდით ევროკავშირის დონეზე და შემთხვევითი არ არის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ კვირაში სტუმრობდა საქართველოს.

მან საკმაოდ ღრმა დისკუსიები გამართა როგორც ოპოზიციის ლიდერებთან, ისე მმართველ გუნდთან.

 ჯერ ვერ ვიტყვით, რომ შედეგი ხელშესახები და მრავლისმთქმელია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ეს აღვნიშნე და მას ეს კარგად ესმის.

ჩვენ მზად ვართ, საქართველოში ნებისმიერ დროს წავიდეთ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჩვენ პარტნიორებთან, პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და დავეხმაროთ გადალახონ ეს არც ისე მარტივი ვითარება.

არ მინდა, კრიზისი დავარქვა, თუმცა სამწუხაროდ ის, რაც ხდება, ძალიან ჰგავს ამას.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ლიეტუვაში, დავეხმაროთ და არა ხელი შევუშალოთ“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics