12:23 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 10:11:48, 439 ნახვა

პოლიტიკა
ALDE-ს პრეზიდენტი - მოვუწოდებთ პარტიებს, შეინარჩუნონ დიალოგი და ახალი არჩევნებისთვის ერთად იმუშაონ

მოვუწოდებთ პარტიებს, შეინარჩუნონ დიალოგი და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის იმუშაონ, - ამის შესახებ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის", ALDE-ს პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

პრეზიდენტი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას" დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა მელია და მისი კოლეგები.

„მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის ძალისხმევას, მედიაცია გაუწიოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

მოვუწოდებთ პარტიებს, შეინარჩუნონ დიალოგი და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის ერთობლივად იმუშაონ. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა მელია და მისი კოლეგები“, - წერს პრეზიდენტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics