12:12 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 15:12:39, 525 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა არ არის

„ღარიბაშვილის რიტორიკა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა არ არის“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, რიტორიკა რომელსაც ღარიბაშვილი აჟღერებს აზიანებს როგორც ქვეყანას ასევე „ქართულ ოცნებასაც“.

„გუშინდელმა შეხვედრამ, მათ შორის მედიაციის უმაღლესმა დონემ ევროკავშირის ჩართულობით, დაამტკიცა ის, რომ ჩვენი საერთაშირისო პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ დიალოგსა და შეთანხმებას. ეს კონკრეტული შედეგები არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ის საკითხები, რომელიც იყო ჩარჩო შეთანხმებაში. ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას და ის რიტორიკა, რომელიც ჰქონდა დღეს ღარიბაშვილს არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რომელიც აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. ეს აზიანებს არამარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას და არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics