12:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 13:35:07, 492 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენი მხრიდან დიალოგისთვის სრული მზაობაა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული, ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მედიასთან შეაფასა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო, რაც კარგია, რადგან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში ექნება. მისასალმებელი და მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვიჩვენებს, რეალურად ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა. გამოვიდეთ ამ დაპირისპირებიდან და ერთად შევძლოთ ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სასურველია პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა პარტნიორების ჩართულობის გარეშეც შეეძლოთ.

„ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ისე უნდა განვავითაროთ ქართული პოლიტიკა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მათი ჩართულობის გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და გადაწყვეტილებების მიღება. გუშინდელი გადაწყვეტილებით, დიალოგის დაწყება არის აუცილებელი და ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზაობას. საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, მათგან ბევრს ისედაც ვაკეთებთ და გადაწყვეტილება ისედაც მიღებულია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული მზაობაა ხელისუფლების და როგორც მოვისმინეთ, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომ დიალოგი დაიწყება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics