2021-03-02 11:33:35, 662 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში კორონავირუსის ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 172 456 შემთხვევაა დადასტურებული, 3 200 გამოჯანმრთელებული, 163 738 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან