12:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 10:59:33, 536 ნახვა

პოლიტიკა
ბენ ჰოჯესი - საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა

თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, მთავრობის მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი.

როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად ოპოზიცია დაზარალებული მხარეა.

„განვიცდი, როდესაც ვხედავ, რომ ჩვენი მეგობრები იმას განიცდიან, რაც ახლა ხდება, ის რომ მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს შემაშფოთებელია, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უკან გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ამით მხოლოდ კრემლი და კრემლის მხარდამჭერები სარგებლობენ. ასეთ ძალადობას ქართველი ხალხისთვის კარგი არაფერი მოაქვს. საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს. ამასთან, იმედი მაქვს ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მეტი ადამიანი აღარ დაშავდება.

არ ვისურვებდი, ვნახო სანქციები მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ყურადღებით უნდა შევაფასოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არ არის კუნძული. ის მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი არაპირდაპირ თუ სხვა გზებით ჩართულია ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი ბენეფიციარია. კრემლს არ სურს ისეთი საქართველო, რომელიც ევროპასთან მეტად ინტეგრირებულია.

ჩვენ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, თუ სადაა ეს გავლენა. ამასთან, ოპოზიციასაც აქვს აქ საკუთარი როლი. ის, რა თქმა უნდა, დაზარალებული მხარეა, მაგრამ პასუხისმგებლიანი, შემდგარი და ცივი გონების მქონე ოპოზიციის „ლიდერშიპი“ ასევე დამხმარე  იქნება. ვფიქრობ, არ შეიძლება მოლაპარაკებამდე წითელი ხაზების გავლება, რადგან ამ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკება ვერ გექნება. იმედი მაქვს, მოვნახავთ გზებს, რომ ორივე მხარემ შეძლოს დაძაბულობის შემცირება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics