12:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 16:33:47, 554 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ყველა შესაძლო ზეწოლას გამოიყენებს

„ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ყველა შესაძლო ზეწოლას გამოიყენებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზეწოლა განხორციელდება ხელისუფლებაზეც, რათა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს.

„ყველას ესმის რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროცესები, რაც ქვეყანაში შეიძლ;ება განვითარდეს აწყობს მხოლოდ რუსეთს. ამიტომ ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ჩვენ ქვეყანაშ აქვს გეოპოლიტიკური და  სტრატეგიული ინტერესი. ამიტომ გვქონდა საფუძვლიანი საუბარი როგორც იმაზე თუ როგორც შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ ქვეყანაში კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ასევე იმ მთავარ პრობლემებზე როგორიცაა პოლიტიკური პატიმრების თემა. კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ რადგან დავიწყოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და ქვეყანას სჭირდება ახალი დემოკრატიული პროცესი და ეს პროცესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე ჩვენ როგორ ვხედავთ.

თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი დღეს წამოვიდა ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენ ქვეყანაშ და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან ეს ასე არ იქნება. ის დაპირება, რომელიც დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის რომ კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის ხელისუფლებაზეც რადგან კარგად ესმით რომ შეუძლებელია მძევლად აჰყავდეს ხელისუფლებას და აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და აკავებდეს და საუბრობდეს თან დიალოგზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics