23:57 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 14:20:34, 410 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მუნიციპალური მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მუშაობა განახლდა

თბილისის მერიისმულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებიდღეიდან მკითხველისთვის და დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.

მუნიციპალური ბიბლიოთეკები და მედიათეკები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, სრული დატვირთვით იმუშავებენ. ვარკეთილისა და ნაძალადევის მედიათეკები იმუშავებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე.

მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის მედიათეკა, მე-9 (ჭავჭავაძის გამზ. N24) და 25-ე (ლილოს დასახლება) ბიბლიოთეკა მომხმარებლის მიღებას დროებით ვერ შეძლებს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიიღებს ყოველდღე, 10:00-დან 18:30 საათამდე.

-          ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17);

-          გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4);

-          კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N2);

-          ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10);

-          მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - (თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. N1);

-          ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - (თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22);

-          ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics