12:15 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-28 12:49:16, 556 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი მელიაზე - გირაოს არ გადაიხდის და უცხოეთისთვის გონიერი პოლიტიკოსი და ლიდერი აღარ იქნება

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა.

როგორც მეუფე აცხადებს, თუ მელია გირაოს არ გადაიხდის ის უცხოეთისთვის ლიდერი და გონიერი პოლიტიკოსი აღარ იქნება.

მისივე თქმით, მასშტაბური აქციები ვერ იქნება რადგან მან ხალხის განწყობა ძალიან კარგად იცის.

„მე ვფიქრობ რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში მოთხოვნა, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინა, არც 88 კაცს ხმა არ უნდა მიეცა, სინოდშია განსხვავებული აზრები და პარტიაში როგორ უნდა იყოს ერთი აზრი, მერე უკვე სასამართლო იყო, როდესაც გარედან უყურებ პროცესებს ეს უკვე ცუდად ჩანს.

 მოხდა მერე ისე ვერ დამიჭერთ ვერ დამიჭერთო, მერე სხვები იძახდნენ არ გაგატანთო და  საბოლოოდ მივიდნენ და კარგად ვნახე, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი იქედან გარბოდა და შეატოვეს მელია. მერე პროკურატურამ თუ გადაიხდისო მაშინ გავათავისუფლებთო, ეხლა ამას მსოფლიო ხომ უყურებს თუ არ გადაიხდის, როგორ შეხედავენ? რა თქმა უნდა არა როგორც ლიდერს. უცხოეთი ამათ ცოტახანში მოკითხავს და თუ არ გადაიხდის მელია უცხოეთისთვის ის გონიერი პოლიტიკოსი აღარ იქნება. უნდა დავილაპარაკოთ და დიდი შერიგება მოხდეს ისე არაფერი არ იქნება, მასშტაბურ აქციებზე საქმე ვერ გადავა რადგან ხალხის განწყობა ვიცი.

ამ პოლიტიკას სამი ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ეს არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო, არ გადაიდო და რა მივიღეთ არც პარლამენტში შედიან, ვერ შედგა, მოსულიყვნენ ჩვენთან და შერიგებულიყვნენ ადამმიანურად ქართველი ქართველს დალაპარაკებოდა.

დაჭერა ყოველთვის შეეძლოთ, 20 ივნისიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ოპოზიციის მიმართ ხალხი კარგად არ არის განწყობილი. კონკრეტული პოლიტიკური ძალა რომ არ მისულიყო ახალგაზრდების აქციაზე მე ვფიქრობ რომ მოვლენები სხვანაირად განვითარდებოდა, წინა ხელისუფლებამ 20%-ზე მეტი დაკარგეს, რა ააშენე არ მაინტერესებს. კიდევ რომ მოხვიდე კიდევ დათმობ ტერიტორიებს და მერე მეტყვი კიდევ მოვალო. ყველა ძალამ უნდა დაისვენოსს, 4 წელზე მეტი არავინ არ უნდა გაჩერდეს.

თუ წესიერად დაჯდნენ და ქვეყანაზე იფიქრეს მერე შეიძლება ნორმალური არჩევნების ჩატარება.

ყველა რუსული ძალა და ყველა საქართველოს მტერია, ვინც ცდილობს, რომ ეკლესიას თავს დაესხას და ცუდი გადაცემები გააკეთოს. ვიღაც არშემდგარი ადამიანები მიიყვანონ, ყოფილი ეკლესიის წევრები, ვინც გამოდიან გგონიათ ვინმეს დავემალები, ვერც დამენახებიან“, - აცხადებს მეუფე იაკობი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
„გვირილას" ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics