10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-28 12:04:55, 1295 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - გვირაბის ბოლოს სინათლეა, თუმცა ვირუსთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Johnson & Johnson-ის, ვაქცინის დამტკიცების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, თუმცა ვირუსთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

ამის შესახებ სპეციალური განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, ადამიანებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, დაიცვან დისტანცია, დაიბანონ ხელები და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

„დღეს, მკაცრი, ღია და ობიექტური სამეცნიერო განხილვის პროცესის შემდეგ, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Johnson & Johnson-ის, მესამე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რომელიც COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება. ეს საინტერესო ამბავია ყველა ამერიკელისთვის და გამამხნევებელი მოვლენაა კრიზისთან ბრძოლის საქმეში.

ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ვაქცინას, მით უფრო სწრაფად გადავლახავთ ვირუსს, დავუბრუნდებით ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს და დავუბრუნდებით ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენი მეცნიერების ბრწყინვალების, ჩვენი ხალხის მდგრადობისა და ამერიკელთა მონდომების წყალობით, რომ დაიცვან საკუთარი თავი და ახლობლები, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ.

მაგრამ მინდა განვმარტო: ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღევანდელ ამბებს ვზეიმობთ, მე ყველა ამერიკელს მოვუწოდებ - დაიბანეთ ხელები, იყავით სოციალურად დაშორებულნი და ატარეთ ნიღბები. როგორც ბევრჯერ მითქვამს, შესაძლოა ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, რადგან კორონავირუსის ახალი ვარიანტები სულ უფრო სწრაფად ვრცელდება.

ჩემი ადმინისტრაცია არ დაუშვებს შეცდომებს, გვექნება ამერიკული სამაშველო გეგმა, რომლის მეშვეობითაც პანდემიასთან ბრძოლას გავაგრძელებთ.

გვირაბის ბოლოს სინათლეა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საბოლოო გამარჯვებაა, უნდა ვიმოქმედოთ ფრთხილად და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - ასე ჩვენ გვირაბის ბოლოს არსებულ სინათლეს ძალიან სწრაფად ვიხილავთ“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics