23:07 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 14:44:30, 691 ნახვა

მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - რუსეთი დემოკრატიულ ღირებულებებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს

„რუსეთი დემოკრატიულ ღირებულებებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს“, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელი ამბობს, პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა შესაძლებლობას, მათ შორის დეზინფორმაციას, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და იბრძვიან ოპოზიციის წინააღმდეგ.

„მე მოსკოვში ორი მიზნით ჩავედი - ალექსეი ნავალნის საქმესთან და დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით, ასევე იმის დასადგენად გამომეხატა შეშფოთება, არსებობდა თუ არა ადგილი პოზიტიური დღის წესრიგისთვის. საპასუხოდ აგრესიული რეაქციები გვაჩვენებს, რომ ისინი დემოკრატიულ ღირებულებებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამენ და როგორც კი მაგიდაზე დადებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს, ამ შემთხვევაში ნავალნის საქმეს, ბლოკავენ ნებისმიერი სახის პოზიტიური მიდგომას“, - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics