|
2021-02-27 13:45:52, 461 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, ოპოზიციის აქციების განრიგში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება წავა გარკვეულ დათმობებზე, ოპოზიციის აქციების განრიგში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. მისი თქმით, ოპოზიციას აქციები გაუქმებული ჰქონდა იმ იმედით, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულ ნაბიჯებზე წავიდოდა. „ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია, კიდევ უფრო ღრმა კრიზისი ხელისუფლების არაადეკვატური ნაბიჯების გამო. აქციები იქნება, ჩვენ დაანონსებული გვაქვს უკვე, თუმცა თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)