02:43 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 13:29:49, 679 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები საქართველოში გატარებულ რეფორმებს ენდობიან

პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები საქართველოში გატარებულ რეფორმებს ენდობიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P" - ის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB" დონეზე შენარჩუნების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები და ერთგულება რეფორმების კურსისადმი.

„კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა. მანამდე, Fitch - ის სარეიტინგო სააგენტომაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და რეიტინგი შეუნარჩუნა საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას.

მთავარი, რაც აღნიშნულია ანგარიშში, ისაა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი და ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია, რაც აამაღლებს საქართველოს, მისი საინვესტიციო გარემოსა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო ნდობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„S&P"-ის შეფასებით, საქართველოს რეიტინგის მხარდამჭერ ფაქტორებს წარმოადგენს: საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე, მცურავი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების დროულად მიღება. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერე და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა, რასაც, თავის მხრივ, საფუძველს უქმნის ქვეყანში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა, ყველა სარეიტინგო კომპანიის მიერ აღიარებულია საქართველოს რეიტინგის ძლიერ მხარდამჭერ ფაქტორად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics