2021-02-27 12:33:32, 540 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსის ინფიცირების 11 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ინფიცირების 11 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 439 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 4 234 720 შემთხვევაა დადასტურებული, 3 799 406 გამოჯანმრთელებული, 85 743 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან