|
2021-02-26 12:30:31, 746 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა TADAT-ის 8 ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა
2020 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ „საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“(TADAT) გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის განმეორებითი შეფასება ჩატარდა. შეფასება მიზნად ისახავს რეფორმების განსახორციელებლად პრიორიტეტების განსაზღვრას ან/და მიღწეული შედეგების დადგენას. 2020 წლის TADAT-ის შეფასების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება TADAT-ის 8 ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში აჩვენა. https://www.tadat.org/performanceAssessmentReports https://www.tadat.org/assets/files/Georgia_Final_PAR_2020_Georgian.pdf https://www.tadat.org/assets/files/Georgia_Final_PAR_2020.pdf კერძოდ, IMF-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2017-2020 წლებში განხორციელებული პროექტის ფარგლებში: • დაინერგა თანამედროვე საგადასახადო რეგისტრაციის სისტემა; • გაუმჯობესდა კანონშესაბამისობის რისკის იდენტიფიცირების და მართვის პროცესი, რომლისთვისაც წარმატებით იქნა გამოყენებული მესამე მხარის ინფორმაცია; • საჩივრების განხილვა ხორციელდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დავების მართვის სისტემის გამოყენებით; • გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ელექტრონული სერვისების გაფართოებული არჩევანით; • დაინერგა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ და სწრაფ პროცედურებს. TADAT-ის ინსტრუმენტი საგადასახადო ადმინისტრაციებს აფასებს 9 ძირითად მიმართულებაში: 1.რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელთა ბაზის სრულყოფა; 2. რისკის ეფექტური მართვა; 3.ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობა; 4. დროული დეკლარირება; 5. გადასახადების დროული გადახდა; 6. დეკლარირებული ინფორმაციის სისწორე; 7. საგადასახადო დავების ეფექტური გადაწყვეტა; 8. საგადასახადო შემოსავლების ეფექტიანი მართვა; 9. ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. აღნიშნული რეფორმების განხორციელების შედეგად, 2020 წლის TADAT-ის შეფასების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ახალი პროექტის ფარგლებში, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც 2020 წლის დიაგნოსტიკურმა შეფასებამ აჩვენა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)