|
2021-02-25 18:55:09, 874 ნახვა
რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი , სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)