11:21 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 13:48:29, 465 ნახვა

პოლიტიკა
ძალადობის წახალისება „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა - ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმა ეხმაურება

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ივანიშვილი რეჟიმმა ქვეყანაში უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემო შექმნა.

მათივე თქმით, ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა.  განსაკუთრებით საშიშია  როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება.

„ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით. 

ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics