2021-02-25 10:27:57, 575 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი - იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით
ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოში არსებულ პოლიტიკური ვითარებას ეხმაურება.
როგორც მენენდესი წერს, იმედგაცრუებულია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით.
„იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ დემოკრატიის უკუსვლას საქართველოში. პოლიტიკური უთანხმოება არასოდეს უნდა გადაწყდეს ძალის ან აგრესიის გამოყენებით. მე, როგორც ქართველი ხალხის მეგობარი, ვთხოვ დავუბრუნდეთ მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს“,- წერს ბობ მენენდესი „ტვიტერზე“.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან