10:39 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 09:18:37, 502 ნახვა

პოლიტიკა
IRI-ის პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი საქართელოში განვითარებულ მოვლენებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა.

ტვაინინგი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში არავინ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა.

„საქართველოს ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს და ჩვენ ყველა, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ საქართველოს, ქართველ ხალხს, მის დემოკრატიას და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზას. ვაშინგტონში ბევრი ადამიანი გამოხატავს შეშფოთებას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა. ამასთან, თითოეული ჩვენგანი მოელის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფები კონსტრუქციულად იმუშავებენ. ქართველმა ხალხმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა კიდევ ერთი არჩევნები. პოლიტიკოსები აირჩიეს იმისთვის, რომ მათ ქვეყანა მართონ და ქვეყანა წინ წაიყვანონ რეფორმებისა და ზრდის გზით. მათ არ აირჩიეს პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ერთმანეთში ასე გაუთავებლად იკინკლაონ. უცნობია ის, თუ რამდენად ემსახურება ეს ყველაფერი ქართველ ხალხს და საქართველოს დემოკრატიის პროგრესს, რის ნახვაც ჩვენ ყველას გვსურს“, - განაცხადა ტვაინიგმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics