2021-02-24 15:22:28, 332 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან მსვლელობას მართავს
ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან ავტომობილებით მსვლელობას მართავს.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, ესაა სოლიდარობის აქცია.
„პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური პროტესტი. მეორე, ნიკას გამხნევება. მესამე, ის, რომ ჩვენ მეგობრებს არ ვტოვებთ გასაჭირში და მეოთხე ის, რომ გამარჯვება ახლოსაა და ციხე არ გვაშინებს“, - განაცხადა „ევროპული საქართველის“ ლიდერმა, გიგი უგულავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან