2021-02-24 14:26:23, 360 ნახვა
საზოგადოება
საჯარო და კერძო ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ
საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო 1-ელი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირებით", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან