2021-02-24 12:03:19, 434 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან.
სხდომას არ ესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული სიტუაციაა. მათი განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, სამუშაო ჯგუფის დღევანდელი სხდომის გადადების მომხრეები იყვნენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან