11:22 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 15:22:22, 567 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და დღეს დილით „ენმ“-ის ცენტრალურ ოფისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები და სპეციალური დანიშნულების რაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შევიდა. სპეცრაზმმა იქ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, 20-ზე მეტი პირი კი დააკავეს. ასევე, მოხდა ნიკა მელიას დაკავებაც, რომელიც რუსთავის ნომერ 12-ე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაიყვანეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics