2021-02-23 13:48:08, 554 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ მაკფოლი: ჯო ბაიდენს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მაიკლ მაკფოლი აცხადებს, ჯო ბაიდენს შეუძლია რომ შექმნილ ვითარებაზე ზეგავლენა მოახდინოს.
„ნავალნის დამატიმრება პირველი ტესტი იყო. მიანმარი მეორე, მესამე საქართველოა. ჯო ბაიდენმა დადო პირობა, რომ მეტს გააკეთებს ადამიანების უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. ახლა დროა, რომ ეს სიტყვები საქმედ აქციოს. ბაიდენმა იცის საქართველოს შესახებ, მე იქ მასთან ერთად, 2009 წელს ვიმოგზაურე. მას შეუძლია ვითარებაზე ზეგავლენის მოხდება“, - წერს მაკფოლი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან