|
2021-02-23 12:04:48, 601 ნახვა
რეგიონი
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების, „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, 170 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა და 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), შეიქმნა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და დაფინანსდა ქედის მუნიციპალიტეტში 97 ინიციატივა. პრეოქტებს ახორციელებდნენ ორგანიზაცია CENN ქედის მუნიციპალიტეტში, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. ღონისძიება გახსნეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის Caritas-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, იან ბლინკამ. ლევან გორგილაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისათვის ქედაში და ხაზი გაუსვა მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე, მადლობ გადაუხადა ქედის ადგილობრივი განვითარევის ჯგუფს, პროექტის განმახორვიელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა მონაწილე აქტორს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)