2021-02-23 09:40:53, 583 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩი - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებული მოვლენებით შოკირებული ვარ
ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი „ნაციონალლური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ძალადობის და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება.
„შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობის და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში” - აცხადებს მარკ კლეიტონი
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან