|
2021-02-22 23:17:53, 422 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში
„ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად უმძიმესი რეპრესიებისა, რომელიც უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახსაც შეეხო, მან მიატოვა ძალიან წარმატებული კარიერა კერძო სექტორში და 2012 წელს დადგა ქვეყნის სამსახურში. „ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში. მიუხედავად უმძიმესი რეპრესიებისა, რომელიც უშუალოდ მის ოჯახსაც შეეხო, ირაკლი ღარიბაშვილმა მიატოვა ძალიან წარმატებული კარიერა კერძო სექტორში და 2012 წელს დადგა ქვეყნის სამსახურში. ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ჩაიბარა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი უმძიმესი, პოლიტიზებული სისტემა, რაც ყველას გვახსოვს, რომლის მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართული რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბევრს ძნელად თუ წარმოედგინა, რომ ამ სიტემის გარდაქმნა შესაძლებელი იყო სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ეს ჩანდა შეუძლებელი, თუმცა, ეს შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც სწორედ რომ ფუნდამენტურად გარდაქმნა ეს სისტემა, პოლიციაში განამტკიცა ჰუმანიზმის პრინციპები და პოლიცია ჩააყენა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ რთულ პერიოდში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ პოსტზე მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რისი კულმინაციაც იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. დღემდე ირაკლი ღარიბაშვილი მოღვაწეობდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც მან ასევე გაატარა ფუნდამენტური უმნიშვნელოვანესი რეფორმები ქართული ჯარის გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაახლოებოდა ნატოს. ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი პირველი - ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი; მეორე - ეს არის პრინციპულობა - ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგად ესმის და მან ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე - ეს არის პატრიოტიზმი: ირაკლი ღარიბაშვილს უყვარს თავისი სამშობლო და მას უყვარს თავისი ხალხი. ეს ყველაფერი გვიქმნის ჩვენ ყველას მყარ რწმენას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი. როგორც უკვე აღვნიშნე, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და სიმბოლურია, რომ 2024 წელს სწორედ ის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს ჩვენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე. წარმატება მინდა ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს და მთლიანად მის სამთავრობო გუნდს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)