13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 14:00:52, 564 ნახვა

საზოგადოება
გადაჭედილი ავტობუსები და დაგვიანებული მგზავრები ლოტკინზე

ქალბატონი  მადონას დილა 8  საათზე იწყება, 9-ზე   სამსახურში უნდა იყოს. 08:30 -ზე  გაჩერებაზე დგას და ტაბლოს  შესცქერის იმის იმედით, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსი  არ დააგვიანებს  და სამსახურში დროულად მივა. 

ლოტკინზე,  სადაც ქალბატონი მადონა იანთბელიძე ცხოვრობს, დილა-საღამოს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის  პრობლემაა.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ქალბატონი მადონა აცხადებს,  აღნიშნულ უბანში ე.წ. ყვითელი ავტობუსების დეფიციტია.

მისი თქმით, დედაქალაქის  მერია ვალდებულია ამ უბანში დამატებით  ორი ავტობუსი მაინც დაამატოს.

„დილის და საღამოს საათებში შეუძლებელია 36  ან  48 ნომრით იმგზავრო. აქ ავტობუსები ხანგრძლივი   ინტერვალით მოძრაობენ. ხალხით არის გადავსებული, ამ პრეტენზიას მარტო მე კი არ გამოვთქვამ. აბა ჰკითხეთ ნებისმიერს ვინც ამ ავტობუსებით მგზავრობს? დედაქალაქის მერია ვალდებულია დამატებით გამოყოს ორი ავტობუსი მაინც ამ უბანში“, - განაცხადა  ქალბატონმა მადონამ.

მადონა იანთბელიძის მსგავსად  მგზავრობის პრობლემები ექმნება  20 წლის სტუდენტ ირაკლი თიღილაურსაც.

უნივერსიტეტში სწავლა 9:00 საათზე ეწყება და პრეტენზიას ავტობუსების დიდი ინტერვალით მოძრაობასთან დაკავშირებით გამოთქვამს.

„მინიმუმ ნახევარი საათი  ვდგავარ გაჩერებაზე და ავტობუსს ველოდები. დიდი შუალედით მოძარობენ, ხშირად უნივერსიტეტში მაგვიანდება. აქ ყურადღებას არავინ გვაქცევს“, - აცხადებას „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  სტუდენტი.

„ექსპრესნიუსი“ შეეცადა    ე.წ. ყვითელი ავტობუსების  36 და 48 ნომრის მძღოლებს გასაუბრებოდა. ბევრმა საუბრისგან და პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავა.

ერთ-ერთი მძღოლი,  „ექსპრესნიუსს“ ჩაწერაზე  მხოლოდ იმ მოთხოვნით დათანხმდა, თუ მისი  ვინაობის კონფიდენციალურობას დავიცავდით.

ბატონმა  ოთარმა  (პირობითად)  მგზავრების პრეტენზიებზე ისაუბრა.

მან საფუძვლიანი უწოდა მგზავრების მოთხოვნას დაამატონ ავტობუსები.

„შვილო, ჩვენ მძღოლებს არ გვაქვს უფლება რამეში ჩავერიოთ. აგერ გაკრულია ცხელი ხაზი და დარეკონ. საფუძვლიანია  მგზავრების მოთხოვნა,  რომ დაამატოს მერიამ ავტობუსები. სხვა რაღა გითხართ“, -აღნიშნა ბატონმა ოთარმა, თავი დახარა  და კიდევ დამატებითი პოზიციის გამოთქმისგან  თავი მაქსიმალურად შეიკავა.

აღნიშნულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან  „ექსპრესნიუსს“ უარი უთხრეს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა.

 ჩვენთვის მხოლოდ რეპლიკა გაიმეტეს და მომაძახეს, რომ თავიანთ საქმეს ასრულებენ.

„ექსპრესნიუსი“დეტალების გარკვევას თბილისის მერიაში შეეცადა.

კითხვაზე თუ როდის იქნება 36 და 48 ნომრებზე ინტერვალის შემცირება და ავტობუსების დამატება.

მერიის პრესსამსახურში ოპტიმისტურად და იმედისმომცემად განგვიმარტეს, რომ მომავლი წლიდან ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

თუმცა, პრესსამსახურში დასძინეს, რომ 36 ნომერ ავტობუსზე ინტერვალის შემცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 36 ნომერ ავტობუსზე ინტერვალი დამოკლდა.  ამ ეტაპზე ინტერვალის კიდევ უფრო დამოკლება შეუძლებელია. რაც შეეხება 48 ნომერს, მომავალ წელს ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ ეს პრობლემა  გადაიჭრება“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

P.S.  მომავალ წლამდე კიდევ  ერთი წელია…

 ეს ერთი  წელი კიდევ ბევრ მგზავრს დააგვიანდება...

მერიაში გაკეთებული განცხადება ოპტიმისტურია...

თაკო მაქაცარია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics