09:18 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 15:19:52, 588 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას - არ გვეშინია იარაღის ჟღარუნის

გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე დენთის კასრის დანთება არავის ეპატიება, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობას მხარს დღეს დაუჭერენ.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებებით დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება ოპოზიციის დევნა.

„ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს განსაკუთრებული აგრესიით, ზიზღის ენით, პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის, საერთაშორისო პარტიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა ეს იქნება დევნა, პოლიტიკური ოპოზიციის.

მინდა მოვუწოდო მას და თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ხმას მისცემს ირაკლი ღარიბაშვილს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე დენთის კასრის დანთება არავის ეპატიება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ არავის ეშინია იარაღის ჟღარუნის და ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის ბაქიბუქის.

„ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას, არავის არ ეშინია იარაღის ჟღარუნის, არავის არ ეშინია მისი ბაქიბუქი ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან, მაგრამ ის, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში არის ძალიან დიდი დაძაბულობა, გახარიას და მთავრობის გადადგომის გამო, ის, რომ ისინი დაბნეულები არიან და ბევრი კლანი შეეჯახა ერთმანეთს, ესეც ამის გამოძახილია და ცდილობს, რომ გაამხნევოს ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მომავალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მას პირობას ვაძლევ და ყველას, ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მომავალ გაგრძელდება, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გამძაფრება არავის ეპატიება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics