22:11 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 13:37:17, 482 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები მიუღებელია და პირადად ჩემთვის, არაფერს ნიშნავს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას აღმაშფოთებელს და მიუღებელს უწოდებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნისნა, პირადად მისთვის, ჟიგიმანას პავილიონისის განცხადებები, არაფერს ნიშნავს.

„რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ნაცმოძრაობიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics