|
2015-10-07 13:14:42, 469 ნახვა
პოლიტიკა
ანი მიროტაძე "თავისუფალი ზონის" წევრებზე: 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ცოტა გადაჭარბებული იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბერს პარლამენტთან დაკავებული "თავისუფალი ზონის" წევრებისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება გადაჭარბებული იყო. თუმცა, მიროტაძის შეფასებით, ეს ერთი კონკრეტული მოსამართლის გადაწყვეტილებაა და ორმაგი სტანდარტის მართლმსაჯულებაზე საუბარი უსაფუძვლოა. "იმის მიუხედავად, რომ "თვისუფლი ზონის" წარმომადგენლებმა უხეში შეურაცხყოფა მიაყნეს ქუთაისის პარლამენტთან გამართულ აქციაზე, მაინც მგონია, რომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ცოტა გადაჭარბებული იყო, თუმცა არ ვერევი მოსამართლის გადაწყვეტილებაში. ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციული სასჯელის ფორმები და მათ შორის ჯარიმის ფორმები, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ცოტა რთულ მსჯავრად მიმაჩნია და ეს არ მგონია რომ მაინცდამაინც ორმაგი სტანდარტი იყოს. უბრალოდ ეს არის ერთი კონკრეტული მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, თავის გადაწყვეტილებას გადახედავს. რაც შეეხება იმას, ვის მიმართ რა ხორციელდება, მე არ მაქვს საფუძველი და არც ერთი ფაქტი იმისა ვიფიქრო, რომ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. თუ ვინმე შემეკითხება იმას - არიან თუ არა დამნაშაავეები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფაქტებით გეტყვით - როცა ადამიანები კორუფციაში არიან ჩართულები, როცა ადამიანები გვამებს ითხოვენ და პრემიებს არიგებენ, როცა ადამიანები მილიარდერები ხდებიან ხელისუფლოებაში მოსვლის დროს, მაშინ როცა მათი ქონებრივი დეკლარაცია არაფრით შემოისაზღვრებოდა და ვიცით ეს ჩვენ ყველამ. რასაკვირველია, არსებობს კითხვები და რასაკვირველია, ჩვენ აბსოლუტურად ლეგიტიმურად შეგვიძლია დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. მიჭირს და არ მსიამოვნებს ხოლმე ამ თემაზე ლპარაკი. მერე რა რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ჩემი ქვეყანაა, ჩემი ქვეყნის ხელისუფლების წამრომადგენლები რომ კრიმინალები არიან, მე ეს არ მიხარია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც კრიმინალობის გამო ხელისუფლებაში მყოფ პირებს გაასამართლებენ", - განუცხადა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, ქუთაისის პარლამენტთან რამდენიმე დღის წინ ინცინდენტი მოხდა. იყო შეხლა-შემოხლა, რა დროსაც უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძეს „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა კოსტუმი შემოახიეს. საქმე სსკ-ის მ 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. აქციის მონაწილეებს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ორი წლის წინ, 2013 წლის 8 თებერვალს კი, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სერგო რატიანსა და ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თაქთაქიშვილს ცხვირი გაუტეხეს. გამოძიება მაშინაც სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები 1000 და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)