2021-02-22 09:36:55, 835 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი სამხედრო გარდაიცვალა
მექსიკაში საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი სამხედრო გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
შემთხვევა მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვერაკრუსის შტატში მოხდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დაღუპული სამხედროები იდენტიფიცირებულები არ არიან. მათვე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა ბორტზე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან