2021-02-21 13:24:30, 481 ნახვა
საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი
რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება იყო პარლამენტის წინა ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დროებითი კარვის გაშლა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა, ამის შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი აქტივისტი, ერთ-ერთი კი გიორგი მუმლაძეა, რომელსაც პარლამენტის წინ საჯარო ლექციის ჩატარება სურდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,