08:10 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 12:17:00, 468 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს

„გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით, უკანასკნელ პერიოდში, არაერთი რეფორმა გატარდა; მოხდა დაცული ტერიტორიების გაფართოება; 2012-2020 წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი 288 539.5 ჰექტარით გაიზარდა. განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმა და მივიღეთ ახალი  ტყის კოდექსი. ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის მოვიპოვეთ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა - კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს 33 მილიონი ევრო გამოუყო.

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტი და კონტროლდება მისი ხარისხი. სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით, შემუშავდა და საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები. დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა; 60 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 

განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში. ევროპული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“  კანონის პროექტი. ჩვენ სრულიად ვცვლით სახელმწიფო კონტროლის ფორმას; ეს იქნება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე ორიენტირებული სისტემა.

ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ პრინციპებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით, მიღებულია ახალი რეგულაციები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვექნება კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა", -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics