13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 10:12:44, 625 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ბელგიის ფედერაციული პოლიციის ოპერატიული ანალიზის სამსახურის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამდღიანი ვიზიტით, ბელგიის ფედერაციული პოლიციის ოპერატიული ანალიზის სამსახურის  წარმომადგენლები ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ბელგიური მოდელი გააცნეს. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაესწრო.

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა არის თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და რისკების ადრეული შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შს სამინისტროსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პრაქტიკაში ეფექტური განხორციელება. შეხვედრაში მონაწილე, შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ უწყებაში ანალიტიკური საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვას.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები პოლიციის დანაყოფებს ეწვივნენ და საქართველოს შს სამინისტროში საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის  სპეციფიკას გაეცნენ.

ვიზიტი ევროკავშირის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics