2021-02-20 11:25:48, 658 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, პარტნიორების ტონი კიდევ უფრო გამკაცრდება
„თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება პარტნიორების ტონი კიდევ უფრო გამკაცრდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორების მთავარი გზავნილი არის ის რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებს ტონი კიდევ უფრო გამკაცრდება, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება. მთავარი გზავნილი რაც ისმის ყოველდღიურად, ეს არის პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური კრიზისის შეწყვეტა და ამ მოწოდების მთავარი ადრესატი არის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა ამ კრიზისში შეიყვანა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშივლმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან