|
2021-02-19 21:04:00, 564 ნახვა
საზოგადოება
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
დედაქალაქის მერი მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო და პროექტის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეაფასა. „ეს არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებში მთლიანად იცვლება წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილები. კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი, მაღალი წნევის მილები დაამონტაჟა. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა გზაზე მოძრაობის კუთხით, რადგან სამუშაოების გამო, გზის ნაწილის დაკეტვა მოგვიწია, მაგრამ ყველაფერი კეთდება ფუნდამენტურად, მილსადენების გამოცვლით, ისე, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. აქ იყო მეწყერსაშიში ზონები, სადაც გზის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, დამატებითი ზომები იქნა მიღებული. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენი ქალაქისთვის, ამ პროექტის სახით, საშვილიშვილო საქმე კეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დედაქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს წარმოადგენს. ახალი, ორ კილომეტრნახევრიანი სიგრძის ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა, ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, მარშალ გელოვანის გამზირს, კოლეჯ „იკაროსის“ მიმდებარედ დაუკავშირდება. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა მოეწყობა, ასევე, გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, წყალამრიდების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობა. ამ დროისთვის, გზის მშენებლობის მასშტაბური სამუშაოების პარალელურად, საპროექტო არეალში არსებული სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენის მილების ახალი ტრაექტორიით განთავსება მიმდინარეობს. საავტომობილო გზის გასწვრივ, ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილები მოქმედ მილსადენებზე ერთდება. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებული საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)