2021-02-19 18:02:52, 575 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან