12:40 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 17:04:22, 492 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დაშავდა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება იყო, ორი პირი დაშავდა.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა განაცხადა, სამართალდამცველმა მას წელის არეში იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა შენობის უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics