10:54 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 14:39:38, 515 ნახვა

პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს სამთავრობო გუნდში მხოლოდ ერთი ახალი სახე ეყოლება

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იქნება ერთი ახალი სახე, ეს არის თავდაცვის მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის ქვეყანაში.

„ამ ეტაპზე რაც ცნობილია, ერთი ახალი სახე იქნება, ეს არის თავდაცვის მინისტრი, ვინ იქნება კონკრეტულად ამის თაობაზე ჯერჯერობით არ შემიძლია უფრო მეტის თქმა. რაც შეეძლება ჩვენი მხრიდან რა იქნება პრიორიტეტი სამთავრობო პროგრამაში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევებს პასუხობდეს სამთავრობო პროგრა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება, ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კი, საკანონმდებლო ორგანო ორშაბათს დაამტკიცებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics