08:10 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 13:05:53, 525 ნახვა

პოლიტიკა
„პოლიტიკური კრიზისი რუსული არომატით“ - ფრანგული გამოცემა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

„პოლიტიკური კრიზისი რუსული არომატით“ - ამ სათაურით ფრანგული გამოცემა, LE FIGARO საქართველოზე სტატიას აქვეყნებს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გიორგი გახარია, რომელმაც გუშინ თანამდებობა დატოვა მმართველი გუნდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა და ქვეყანში დაიწყო ახალი ეპოქა, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისის ნაწილი, რომელშიც 2019 წლიდან რუსეთი მონაწილებს.

სტატიაში ასევე საუბარია საქართველოში, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იჯდა.

ამასთანავე, გამოცემა ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასა და სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას.

სტატიაში საუბარია სერგეი გავრილოვის „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუზეც და აღნიშნულია, რომ აღნიშნული განცხადებით, სერგეი გავრილოვმა „ცეცხლზე ნავთი დაასხა“.

„სერგეი გავრილოვმა შეაქო მმართველი პარტია, რომელიც, მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში გადატრიალებების, რეპრესიებისა და დიქტატურის აღსაკვეთად. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სასამართლო პროცესები ხშირად პოლიტიზირებულია“, - წერია სტატიაში.

სტატიის ბოლოს აღნიშნულა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართლმა ოცნებამ“ აღნიშნულ კანდიდატურაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც ამავე პოსტს 2013-2015 წლებში იკავებდა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე ყოფნის დროს ცუდი მოგონებები დატოვა. მას არ აქვს საკუთარი ხედვა, ის ბიძინა ივანიშვილის მსახურია“, - აცხადებს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომტი, რომლის სახელსაც სტატიის ავტორი არ ასაჯაროებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics