07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 09:30:50, 714 ნახვა

მსოფლიო
აშშ COVAX-პლატფორმის მხარდასაჭერად დამატებით 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები COVAX-პლატფორმის მხარდასაჭერად დამატებით ორ მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, აღნიშნული თანხის გამოყოფა 2021-2022 წლებში მოხდება.

„მთელ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების გაგრძელებასა და ახალი ვარიანტების წარმოშობასთან ერთად, ნათელია, რომ უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ვაქცინაციის რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება. ხვალ „დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე პრეზიდენტი განაცხადებს, რომ ის აპირებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წარადგენს კონკრეტული ნაბიჯები, რომლის მიზანი მსოფლიოს მოწყვლადი მოსახლეობის დაცვით ამერიკელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა. COVID-19-მა გვაჩვენა, რომ მასთან დამოუკიდებლად ბრძოლას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. დღეს პრეზიდენტი ბაიდენი გადამწყვეტ ზომებს იღებს პანდემიისგან არამხოლოდ ამერიკის მოქალაქეების, არამედ მსოფლიოში ყველაზე დაუცველი ქვეყნების მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. აშშ-ის მთავრობამ COVAX-პლატფორმის მხარდასაჭერად 2 მილიარდი დოლარი აქამდეც გამოყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics