10:44 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 18:46:19, 626 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში მეორედმოსვლების ტრადიცია აქვს

ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში მეორედმოსვლების ტრადიცია აქვს, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას.

მისი თქმით, ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ყოფნის დროს არაფერი გაუკეთებია.

„მეორედმოსვლების ტრადიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში. ჯერ თავის თავზე გაიარა ეს ყველაფერი, ახლა ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაა მთავრობაში, ამით არაფერი იცვლება. კარგად გვახსოვს მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, რა გააკეთა? არც არაფერი. პრემიერის კანდიდატებზე კი არ უნდა ფიქრობდეს ვინ იქნება, უნდა ფიქრობდეს ახალ არჩევნებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა შეიცვალოს და ჩვენ დავუბრუნდეთ იმ განვითარების გზას, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. აღნიშნულ თანამდებობაზე ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან  გადადგომის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics