2021-02-18 17:44:23, 517 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, ტოვებს თუ არა გიორგი გახარია პარტიას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, ტოვებს თუ არა გიორგი გახარია პარტიას.
„ამის შესახებ არ მომისმენია, ამ დეტალებს დავაზუსტებ და უფრო ზუსტადაც გიპასუხებთ, რომ რაიმე შეცდომა არ დავუშვა, მან რაც განაცხადა, ყველამ ვიცით, პარტიის დატოვებაზე და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ ჰქონია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინიტრობის კანდიდატად კი, ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან